გაკვეთილის მთავარი თემა
|
ჰ. ანდერსენის ,,გოგონა ასანთის
კოლოფით’’.
|
საგანი /პედაგოგი
|
რუსული ენა და ლიტერატურა / მარინა ჩხეიძე
|
სწავლების საფეხური/კლასი
|
საბაზო საფეხური /x კლასი
|
მოსწავლეთა პროფილი
|
8 მოსწავლე განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლე არ არის
|
გაკვეთილის მნიშვნელობა /აქტიურობა
|
·
მოსწავლეებს
განუვითარდეთ კითხვის, ტექსტის გაგების, კითხვაზე პასუხის გაცემის უნარ - ჩვევები.
|
მიზანი და მისაღწევი შედეგი
|
·
მოსწავლე გაეცნობა ცნობილი დანიელი მეზღაპრის შემოქმედებას
.
·
იმსჯელებს ისაუბრებს, გააკეთებს დასკვნებს და გაანალიზებს
მიღებულ ინფორმაციას .
·
შინაარსის იოლად გაგების მიზნით მოსწავლე ტექსტს ყოფს
შინაარსობრივ ნაწილებად და განარჩევს მთავარ საკითხს.
|
წინარე ცოდნა
|
მოსწავლეებს აქვთ: ლექსიკური, მარაგი , გრამატიკული ცოდნა.
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
მოსწავლეებს ვაფასებ წინასწარ შედგენილი შეფასების სქემის მიხედვით.
|
გამოყენებული სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსი
|
სახელმძღვანელო, დაფა, თვალსაჩინოება, დამატებითი ლიტერატურა, კომპიუტერი, პროექტორი.
|
გაკვეთილის მსვლელობა და მენეჯმენტი.
|
კლასის ორგანიზაცია , მასალები- 2 წუთი
A ფაზა-გამოწვევა.
აქტ.1 გონებრივი იერიში 5-7 წუთი. მასწავლებელი სვავს კითხვებს:
1.როდის და სად ხდება მოქმედება ?
2.რატომ დევს გოგონას ჯიბეში ასანთი
3. რა უშლიდა გოგონას სახლში დაბრუნებას?
4.რა მიზნით აანთო გოგონამ პირველი ასანთი ?
5. რა საოცრებებს ხედავდა გოგონა ასანთის ანთების დროს ?
6.რატომ არ უნდოდა გოგონას ბებიას გაშვება?
7. რა გადაწყვიტა გოგონამ ბებია რომ არ გამქრალიყო ?
8.რა თქვა ხალხმა დილით მკვდარი გოგონას დანახვისას?
B ფაზა - ცოდნის კონსტრუირება .
აქტ.2 მოსამზადებელი სამუშაო _ ელექტრონული პრეზენტაციის ჩვენება _5
წთ.
ტექსტში გამოყენებული ახალი
სიტყვების დამუშავება -შესწავლა. სიტყვების სწორი წარმოთქმა. ბიოგრაფიული ცნობები ჰ. ანდერსენის შესახებ .
აქტ. 3 გაცნობითი კითხვა 15 წუთი.
მოსწავლე კითხულობს ტექსტს
, ყოფს ნაწილებად და ასათაურებს .მოსწავლე პასუხობს 8 კითხვას ,, სწორია თუ არა“
? ,, კი’’, ,,არა’’.
აქტ. 4 ძირითადი კითხვა 15 წუთი. მოსწავლე ყურადღებით კითხულობს ტექსტს
და პასუხობს დასმულ კითხვებს. მოსწავლე აკეთებს მასწავლებლის მიერ მოცემულ ტესტს.
ფაზა C - რეფლექსია
მასწავლებელი აფასებს კლასის მუშაობას - 3 წუთი .
საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა, გრამატიკული კონსტრუქციის სწორი
გამოყენება.
საშინაო დავალება - 3 წუთი
,,გოგონა ასანთის კოლოფით’’. დავალება N 16. 17 .18.
წერა (დავალება N
21)
|
გაკვეთილის გეგმა
Subscribe to:
Posts (Atom)
No comments:
Post a Comment